საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში

ვიცე-პრემიერი, საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
 
 გიორგი კვირიკაშვილი, შეხვდა ლატვიის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინიტრებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩუსმა კვლავ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
 
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას,  მინისტრებმა ხაზი გაუსვეს  აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და დაადასტურებს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.
 
ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვლადიმირ მაკკეისთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ბელორუს-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ბოლო დროს არსებულ შესაძლებლობებს.
 
საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხანმოკლე შეხვედრის დროს გაცვალეს საკუთარი კეთილგანწყობა ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს გამორჩეულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. ​