საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან. მინისტრი შეხვდა ჯონ მაკკეინს, ბობ მენენდეს, ჯეიმს რიშს, ბენ კარდინსა და ჯინ შაჰინს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე სამუშაო ლანჩი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენებთან დანა რორაბახერთან, ელიოტ ენგელთან, გრეგორი მიკსთან, ბრედ შერმანთან, ჯერალდ კონლისთან და რიდ რიბლთან.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს.

აშშ-ს კონგრესში გამართული შეხვედრების მთავარი თემა უკრაინაში შექმნილი ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება" და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების" გაფორმება იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები, აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.