საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნას მიესალმება

25.08.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ბელარუსის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში.   საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს დიპლომატს  საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა  და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან კმაყოფილება გამოთქვა ბელარუსის მხარის  გადაწყვეტილებაზე საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, ბატონი მიატლიკოვი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების  საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2016 წლის სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას  და ქ. თბილისში ბელარუსის ეროვნული გამოფენის ორგანიზებას.  გაიცვალა მოსაზრებები პოლიტიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რეგიონულ საკითხებზე.


    

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.