საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აშშ-ს, იტალიის, შვეიცარიისა და უკრაინის ელჩებთან გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში აშშ-ს, იტალიის, შვეიცარიისა და უკრაინის ელჩების გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა. რიჩარდ ნორლანდმა (აშშ), ფედერიკა ფავიმ (იტალია), ვასილი ციბენკომ (უკრაინა) და გიუნტერ ბეხლერმა (შვეიცარია) საქართველოში საქმიანობის ვადა დაასრულეს.

თამარ ბერუჩაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ელჩებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და მათი მოღვაწეობის პერიოდში აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. თამარ ბერუჩაშვილმა ელჩებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გამოსამშვიდობებელ საღამოს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რიჩარდ ნორლანდი საქართველოში 2012 წლიდან, ფედერიკა ფავი 2011 წლიდან, ვასილი ციბენკო 2009 წლიდან, ხოლო გიუნტერ ბეხლერი 2010 წლიდან მოღვაწეობს. 




      








 

\