საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამგზავრო გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას, 2015 წლის 1 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მდინარე იანძიში სამგზავრო გემის “აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ჩაძირვის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართება სამაშველო სამუშაოები და შესაძლებელი გახდება დაზარალებული  მგზავრების გადარჩენა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინელ ხალხს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.