საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. თიენძინში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 12 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თიენძინის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ორმოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა ასობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახებს და ჩინელ ხალ და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.

 თბილისი, 2015 წლის 13 აგვისტო