საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხალი „მეტიუს“ შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც დღეისათვის არსებული მონაცემებით, ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში სამასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა  და დაშავებულთა ოჯახებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს კარიბის აუზის ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს. ამასთანავე, სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დაზარალებული ქვეყნები შეძლებენ ქარიშხლით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევას, ხოლო სტიქიის ზონიდან ევაკუირებული მილიონობით ადამიანი უმოკლეს ხანში დაუბრუნდება საკუთარ სახლებს და განაგრძობს მშვიდობიან ცხოვრებას.