საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2015 წლის 8 მაისს პაკისტანის სამხედრო ვერტმფრენის მიერ განცდილ კატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 8 მაისს პაკისტანის გილგიტ-ბალტისტანის პროვინციაში პაკისტანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენის მიერ განცდილი კატასტროფის გამო, რომლის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ პაკისტანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.  დაღუპულთა შორის არიან პაკისტანში ნორვეგიის სამეფოს და ფილიპინების რესპუბლიკის ელჩები და  მალაიზიისა და ინდონეზიის ელჩების მეუღლეები.
 
ამ ტრაგიკულ ვითარებაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს  დაღუპულთა მთავრობებსა და ოჯახებს, ასევე, პაკისტანის მთავრობას და გამოჯანმრთელებას უსურვებს კატასტროფის შედეგად დაშავებულებს.