საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი

საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი დღეს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 25 თებერვალს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა, რომლის თემაა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

26 თებერვალს ბრიუსელში ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან,  დონალდ ტუსკთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან. 

სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო დაგეგმილ რეჟიმში აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას.
 
თბილისი, 2015 წლის 24 თებერვალი