საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა სტიქიის ზონა მოინახულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი და სამინისტროს ხელმძღვანელობა დიპლომატიურ კორპუსთან ერთად სტიქიის ზონას ესტუმრა. მინისტრმა და დიპლომატებმა  პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას, რის შემდეგაც მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. დიპლომატიური კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. როგორც ელჩებმა სტიქიის ზონის სტუმრობისას აღნიშნეს, ისინი პერმანენტულად იღებენ ინფორმაციას იმ საჭიროებებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც უკავშირდება სტიქიის შედეგის სალიკვიდაციო სამუშაოებს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას.