საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო კურსანტების გარდაცვალბის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვითი აკადემიის ორი ქართველი მსმნელის რიგითი სოსო მაკარიძის და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ორივე ახალგაზრდა გახლდათ დავით აღმაშენებლის სახელობის  თავდაცვის ეროვნული აკადემიის წარჩინებული კურსანტი, სწორედ ამგვარი ახალგაზრდები წარმოადგენენ  საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებულ მომავალს.  რიგითი სოსო მაკარიძის და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის. 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი 08.03.2015