საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულებას ეწვივნენ

სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობის მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების 50-მდე ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულებას ეწვია. ღონისძიება "ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დიპლომატებს რუსთავის #16 დაწესებულება დაათვალიერებინა, რომელიც რეაბილიტირებულია და მაქსიმალურად არის დაახლოებული ევროკავშირის სტანდარტებთან. მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ ცალკეულ პროექტებზე.