სატელეფონო საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოსა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებს შორის

2016 წლის 26 იანვარს შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით დონდუასა, და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, გრიგორი კარასინს, შორის.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განსახილველ საკითხებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება წელიწადში ოთხჯერ. მომდევნო, 35-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 22-23 მარტს.