საფრანგეთის რესპუბლიკამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დღეს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატმა კენჭისყრის გამარტივებული წესით, პირველი მოსმენით, ცვლილებების გარეშე, მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ხელშეკრულების პროექტი ეროვნულმა ასამბლეამ 25 ივნისს, პირველივე მოსმენით, დაამტკიცა.

საფრანგეთის ზედა და ქვედა პალატამ დაასრულა რატიფიცირების პროცესი. პარლამენტის მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ მას ხელს მოაწერს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.