საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 10-11 ნოემბერს მინსკში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები.
 
ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ბელარუსის მხრიდან, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიხნევიჩი.
 
კონსულტაციების დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის და ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.