საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 18 მარტს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

კონსულტაციებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების  აქტუალურ საკითხზე და ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

ასევე, ყურადღება დაეთმო 2015 წლის 23-24 აპრილს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის მომზადების საკითხებს.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2015-2016 წლებში კონსულტაციების გეგმას.
 
2015 წლის 18 მარტი

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი