საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარდა

2015 წლის 18 თებერვალს საქართველომ და ტონგას სამეფომ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

ტონგას სამეფოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან მუდმივმა წარმომადგენელმა მაჰე ული’ული სენდჰერსტ ტუპუნიუამ; საქართველოს მხრიდან კი - საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი წერილით ეცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს.