საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2015 წლის 3 ნოემბერს, ქ. თბილისში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

კონსულტაციებზე განხილულ იქნა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები. კონსულტაციების ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.

მხარეების მიერ გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემატიკაზე და ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.