საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2015 წლის 24 ივნისს, სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან. ურუგვაელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო  სფეროებში, დაისახა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისათვის ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს რაულ სენდიკს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას  შორის  საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.  

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ჩილეს ეწვევა.