საქართველოსა და ჩილეს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა შეთანხმება  "საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რაც  ითვალისწინებს  საქართველოსა და ჩილეს ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერალდო მუნიოსმა, თამარ ბერუჩაშვილის 2015 წლის 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმედნენ, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდოდა ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელწიფოებრივი პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.