საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთსა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს

2015 წლის 10 თებერვალს, ქ. სარაევოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთსა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ირაკლი კოპლატაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, მლადენ ივანიჩს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.
 
საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის უფროსს. ასევე შეხვედრა გაიმართა ბოსნია და ჰერცეგოვინას პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, დუშანკა მაიკიჩსთან.
 
11 თებერვალს საქართველოს ელჩი ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანა ტრიშიჩ ბაბიჩთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ნემანია ვასიჩს შეხვდება. 12 თებერვალს გაიმართება შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრთან, ზექერია ოსმიჩთან.

2015 წლის 10 თებერვალი

პრესისა და კომუნიკაციის თებერვალი