საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის პრეზიდენტს

2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს ელჩმა ლევან ცინცაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა მარშალის კუნძულების რესპუბლიკის პრეზიდენტს კრისტოფერ ლოეკს. ქ. მაჯუროში ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ელჩის შეხვედრა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან ტონი დე ბრუმთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
 
ქვეყნის პირველმა პირმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს, რომელმაც თავის მხრივ არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და მარშალის კუნძულების რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
 
2015 წლის 18 თებერვალი
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი