საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციას შეხვდა

2015 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაციასთან.
 
შეხვედრაზე  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და  OECD-ის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბონტურიმ ისაუბრეს  საქართველოსა და OECD-ის შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. ბატონმა ბონტურიმ ქართულ მხარეს შესთავაზა OECD-თან თანამშრომლობის სფეროების გაფართოება და OECD-ის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის საინტერესო მიმართულებებით.  
 
მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისა და პერსპექტიული მიმართულებების გამოვლენის თაობაზე.