საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის კონგრესსა და სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენს მაიკ კანავეის, სენატორებს ორინ ჰაჩს და ჯონ კორნინს შეხვდა. 

ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ისაუბრეს რეგიონსა და საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. 

ამერიკელმა კონგრესმენებმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ.