საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს შეხვდა.
ღონისძიებას ძირითადად ის ქართველები ესწრებოდნენ, რომლებიც ვაშინგტონში წამყვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ საფინანსო კომპანიებსა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა ინტენსიური ხასიათი მიეცეს მათთან კომუნიკაციას და აზრთა ურთიერთ გაცვლას. 
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს, ასევე სტუმრები დაინტერესდნენ ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკით.

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.