საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მერილენდში მდებარე ქართულ მონასტერს ესტუმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მერილენდში მდებარე ქართულ მონასტერს ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად წმ. ნინოს დედათა მონასტერი მოინახულა, საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო და ტაძრის მსახურებსა და მრევლს გაესაუბრა.

ქართული მართლმადიდებლური ტაძარი მერილენდში ეპისკოპოს საბას ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაძრის წინამძღვარსა და დედაოებს, ტაძრის ფარგლებში ჰუმანიტარული და საგანმანათლებო საქმიანობისთვის, რაც ქართული კულტურის, ისტორიის, ღვთისმსახურებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.