საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ კრნადაკთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ კრნადაკთან.

მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები, როგორც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, მათ ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს.