საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან ბრიუს ენდრიუსთან

ვიცე-პრემიერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილესთან ბრიუს ენდრიუსთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო- ამერიკას შორის სვაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. დაფიქსირდა ორივე ქვეყნის ხელისუფლების მზაობა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოს შესაძლებლობებით მეტი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებას. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბრიუს ენდრიუსს თბილისის აბრეშუმის ფორუმში მონაწილეობისათვის.