საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მიიღო

2015 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ჰოლანდიურ ურთიერთობებს და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში მეტი ჰოლანდიური ინვესტიციის მოზიდვის აქტუალობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.


  
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.