საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით დაბრუნდნენ საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური დახმარებას სთავაზობს

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან
არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ
საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას
საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების
გაფორმებაში.
 
ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი
ნებით სურთ ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ 6 თვისა.
 
მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე:
 
სალამეს ქუჩა 53, IV სართული.
თელ ავივი, ისრაელი
ტელეფონი: 03-6227903