საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

მიმდინარე წლის 19 მარტს დღის 11:00 საათზე ქ. სტამბოლში, ტაქსიმზე, ისტიკლარის გამზირზე მოხდა ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 ხოლო დაშავდა ათეულობით მოქალაქე, ქ.სტამბოლის გუბერნიის საგანგებო შტაბიდან მიღებული ინფორმაციით გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და დაშავებულთა იდენტიფიცირება. გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირშია ქ.სტამბოლის გუბერნიასთან სადაც გახსნილი არის საგანგებო შტაბი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ტერაქტის შემდეგ ქალაქში მოქმედებს უსაფრთხოების განსაუთრებული რეჟიმი. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ქ.სტამბოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქ.სტამბოლში  საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +90 (541) 818 44 00. სამუშაო საათებში ასევე შესაძლებელია გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება შესაბამის საქალაქო ტელეფონზე: +90 212 27002 61. ინფორმაციის მიღების მიზნით, 24 საათის განმავლობაში ასევე შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტთან დაკავშირება შემდეგ ცხელი ხაზის ნომერზე: (+995577 98 40 20.