საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

თურქეთის რიგ რეგიონებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გადაადგილებისგან (მათ შორის, არდაჰანის, აღრის, ბითლისის, ბინგოლის,  დიარბაქირის, ელაზიღის, ერზერუმის, ერზინჯანის, ვანის, თუნჯელის, იღდირის, შირნაქის, მალათიას, მარდინის, მუშის,  ყარსის,  შანლიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები).

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებს.     
 
2015 წლის 5 აგვისტო