საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი სიტყვა ამბასადორიალის გახსნაზე

ბატონო პრეზიზდენტო,
პატივცემულო მინისტრებო,
პარლამენტის წევრებო,
დიპლომატებო,
მოგესალმებით,

მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით ამ ფორმატში დიპლომატიურ კორპუსს. ამბასადორიალი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასდა დიპლომატიურ კორპუსს, ერთად შევაჯამოთ გასული წლის საქმიანობა, ვისაუბროთ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე, რაც კიდევ უფრო კონსოლიდირებულს ხდის ჩვენს ძალისხმევას გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე საერთაშორისო გარემოში.

ჩვენ, შარშან,ამ ფორმატში, დავსახეთ სხვადასხვა პრიორიტეტი და შესაბამისი ქმედებები, რომლის დიდი ნაწილიც წარმატებით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევით.

ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ.

ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში.

როგორც საქართველოს პარლამენტის2016 წლის 8 ივლისის დეკლარაციამ ცხადყო, ქვეყანაში არსებული პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში. ეს კურსისაქართველოს მოქალაქეებისარჩევანია და გამოხატავს მთელი ჩვენი საზოგადოების სწრაფვას,გვქონდესდემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება, და ამ გზით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.

საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია.

პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება - ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება - რაც  ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ქალბატონებო და ბატონებო,

ევროკავშირსა და საქართველოს შორისსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესიუკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და ზოგადად ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილებაიქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს.

მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც ნატოს ვარშავის სამიტზე მივიღეთ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას.

ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად - რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.

თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირისეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში.

მინდა, ყურადღება გავამახვილო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე საქართველოში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ.ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი,„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“,ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის. მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში, ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს,რათაკიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

საქართველოს პრიორიტეტია, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები. საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს  სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო,

იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება,განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ესარის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი,გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან.

გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად. ჩვენის მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

დარწმუნებული ვარ,თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონესარ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში.

მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ივლისი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27   28     29      30      1           23
4     5 6           7   8       9      10
1112   13   14        15       16    17 
18 19   20  21   22  23   24 
25   26      27        28   29  3031
1   23 4 5    67