საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ვიგენ სარგსიანთან

22.12.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ვიგენ სარგსიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მინისტრებმა დაადასტურეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მზაობა აღნიშნული ურთიერთობების გაგრძელების თაობაზე.

მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.