საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუვალ ფუქსი და ისრაელის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს უფროსი, ამირ ვაისსბროდი მიიღო

2016 წლის 4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუვალ ფუქსი  და ისრაელის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს უფროსი, ამირ ვაისსბროდი მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით და გამოითქვა მზადყოფნა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიური დინამიკა და დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე.