საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქმიანობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში

2015 წლის 8 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში თემაზე „საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ახალი გამოწვევების პირისპირ“.
 
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, დოქტორი გერნოტ ერლერი.
 
თავის მოხსენებაში გიგი გიგიაძე შეეხო ქართულ-გერმანული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს და ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.
 
კონფერენციის ფარგლებში ასევე შედგა დისკუსია, რომლის დროსაც მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს.