საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2015 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შანდორ საბოსთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები. ამ მხრივ, ყურადღება დაეთმო, მ/წლის 9-10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში დაგეგმილ ვიზიტს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მოლოდინებზე რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე და აგრეთვე საქართველოს მიერ ნატო-ს „არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. 

2015 წლის 3 თებერვალი,
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი