საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელს შეხვდა

2015 წლის 12 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ჭაო სიდი,  რომელიც ვიზიტით ეწვია საქართველოს.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით და დადებითად შეფასდა ორივე მხარის მისწრაფება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.