საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2016 წლის 3 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს 2016 წლის 13 მაისს, გიგი გიგიაძის მიერ იტალიაში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა ნუსხა. გამოითქვა სურვილი, რომ ქვეყნებს შორის გააქტიურდეს მაღალი დონის ვიზიტები, რაც ახალ იმპულსს შესძენს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

ენრიკო ბარტოლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.