საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან დანიელა მორარისთან

ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, 2016 წლის 15 ივლისს ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილესთან დანიელა მორარისთან.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

მათ მიმოიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციული პროცესები, გაცვალეს ინფორმაცია ამ მიმართებით წარმოებული სამუშაოს შესახებ და აღნიშნეს ამ საკითხზე ორმხრივი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.