საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

2016 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ  შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ძიაო ჰუაისინთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით.

ამასთან, ჩინეთის საელჩოს რწმუნებულმა დავით ჯალაღანიას გადასცა 2019 წლის პეკინის ექსპოზე ჩინეთის მთავრობის სახელით საქართველოს მიწვევის ოფიციალური წერილი. 

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტების გაგრძელებაზე.