საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საბერძნეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

25.11.2016 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, საბერძნეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის კონსტანტინოს სტეფანოპულოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში საბერძნეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახსა და ბერძენ ხალხს  თანაგრძნობა გამოუცხადა.

კონსტანტინოს სტეფანოპულოსი 2016 წლის 20 ნოემბერს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ქვეყნის პრეზიდენტად 1995-2005 წლებში მოღვაწეობდა.

საგულისხმოა, რომ  1998 წელს პრეზიდენტმა სტეფანოპულოსმა საქართველოში განახორციელა ვიზიტი, რამაც საქართველოსა და საბერძნეთს  შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებს  ახალი იმპულსი შესძინა.  


 
ნოემბერი 2016
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31  1   2  3    4   56 
7    8  9   10  1112 13
14  15 16     17     18 19  20
21 22   23  24         25   26  27
28   29      30  1 2   3 4
5     6      7      8           9       1011