საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანს შეხვდა

2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანთან დანიელ იონიცასთან, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ეწვია თბილისს, თავდაცვისა და უსაფრთხოების  კონფერენციაზე დასწრების მიზნით (GDSC).
 
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას. მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს 2014 წლის ოქტომბრიდან, ბათუმის და კონსტანცას ნავსადგურებს შორის, პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგას “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისათვის.
 
რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მიმართ.