საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენ კოლეგას შეხვდა

2015 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. აღნიშნული შეხვედრა შედგა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მომავალი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2-3 ივლისს გაიმართება.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი სახელმწიფოს პოზიციათა თანხვედრას ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის მზადყოფნას. განხილული იქნა ასვე  ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი საქართველოში გახდება ისტორიული საწყისი ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების ყველა დონეზე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა