საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 5 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან.

მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა  არასამთავრობო სექტორის როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ასოცირების ახალი დღის წესრიგის შემუშავებაში.