საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ავსტრალიის არარეზიდენტ ელჩს ჯეიმს ლარსენს შეხვდა

14.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრალიის არარეზიდენტ ელჩს ჯეიმს ლარსენს (რეზიდენციით ქ. ანკარა).
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები.

ჯეიმს ლარსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ წყნარი ოკეანეთის რეგიონში.