საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია

11 იანვარი 2017 თეირანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თავის ირანელ კოლეგასთან მუჰამედ ჯავად ზარიფთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.