საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა შვედეთის, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის თანაავტორის, განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.  აღინიშნა შვედეთის განსაკუთრებული მხარდაჭერის მნიშვნელობა რიგის სამიტის პრიორიტეტების განხორციელებაში. 
 
საქართველო მიწვეული იქნა სტოკჰოლმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც მთავრობას საშუალება ექნება წარსდგეს ანგარიშით ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული  რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ.  
 
თამარ ბერუჩაშვილმა მარგო ვალსტრომი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია, შვედეთის ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, რათა შვედმა ინვესტორებმა განიხილონ ის შესაძლებლობები, რაც  ბიზნესის განხორციელების თვალსაზრისით საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმების იმპლემენტაციით მიიღო. 
 
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა განვითარების სფეროში იმ დახმარების მნიშვნელობას, რასაც შვედეთის მთავრობა განვითარების სააგენტოს (SIDA)​ მეშვებით საქართველოში ახორციელებს.