საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

14.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია, სადაც 2016 წლის 10 დეკემბერს, ქ. სტამბოლში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას.

2016 წლის 10 დეკემბერს, ქ. სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.