საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ხალხს მიუსამძიმრა

25.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთის საელჩოში ავტოავარიაში უნგრეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა უნგრეთის მთავრობას, უნგრელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

„ამ მძიმე წუთებში ჩვენ უნგრელი ხალხის გვერდით ვდგევართ და ვიზიარებთ იმ ადამიანების ღრმა მწუხარებასა და  ტკივილს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ  მათ, ვინც ოჯახის წევრი დაკარგა. ჩვენი ფიქრებით ახლა ამ ოჯახებთან ვართ და მათთვის ვლოცულობთ“ – აღნიშნულია მინისტრის ჩანაწერში.

21 იანვარს, იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. ავტობუსს უნგრული სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.